პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა 

11 იანვარი 2021, 17:12 1194 ნახვა

''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა. კახი კალაძის განცხადებით, 16 იანვარს პარტიის ყრილობა გაიმართება და ასევე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობაც. 

''დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განვიხილეთ  ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები. გაცნობებთ, რომ პარტია ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' ყრილობა გაიმართება შაბათს და მას  დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. აღნიშნულ პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული შემადგენლობა, 21 - კაციანი სია. კანდიდატთა  ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ. 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის, რა თქმა უნდა, გამოწვევა პარტიისთვის და ახალა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დავძლიოთ სიღარიბე და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ'' - განაცხადა კალაძემ. 

 

 

 

 

 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი