ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის - ნიკოლოზ ანთიძე

11 იანვარი 2021, 16:48 1432 ნახვა

ქუთაისში მდებარე ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის, ინფორმაციას სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ავრცელებს. ანთიძე შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.

„ძვირადღირებული სპილენძის გადახურვის მიუხედავად, რომელიც წესით მყარი გარანტია უნდა იყოს წყლის შეკავების, რადიკალურად სხვა ვითარება მივიღეთ. 9 წლის წინ გადახურულ ტაძარში სამწუხაროდ, წყლის ჩადინების ძალზე ბევრი კერა გაჩნდა. წელს დავიწყებთ კვლევას და გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვას",- წერს ნიკოლოზ ანთიძე.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. ჩატარებული არასწორი სარესტავრაციო სამუშაოების გამო, იუნესკომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებულია 1003 წელს. იგი ამჟამადაც მოქმედი ტაძარია. ძეგლი ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს წარმოადგენს, როგორც არქიტექტურით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი