პოლიტიკაში მეორედ მოსვლიდან ორი წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ისევ მიდის. „მისია შესრულებულია“ -აცხადებს ივანიშვილი და როგორც ამბობს, მიდის ამაყი. განმარტავს, მისი ორი ამოცანა - სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დასრულება და ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის სვლა წარმატებით დაგვირგვინდა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მედიასთან არც ამჯერად გამოჩენილა და წასვლის შესახებ ღია წერილი გაავრცელა. მოქმედი მმართველი გუნდის სახელით ის პირობას დებს, რომ დემოკრატიის გზას არ გადაუხვევენ. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი საუბრობს მოქმედი მმართველი პარტიის 8 წლიან და „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობაზე.