გაერთიანებულმა ოპოზიციამ ე.წ თავისუფლების კვარტალი გააფართოვა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ოფისი ხელვაჩაურის მერიის შენობაში გახსნეს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მოსახლეობას სხვადასხვა სფეროში დახმარებას გაუწევენ და ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელენ. გაერთიანებული ოპოზიცია მსგავს აქტივობას ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.