ბათუმის “დინამო” კიდევ 2 ფეხბურთელით გაძლიერდება

10 იანვარი 2021, 12:05 727 ნახვა

ახალი სეზონის წინ გაძლიერებას განაგრძნობს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო“ ბათუმი. გუნდი ბოლო 2 კვირის განმავლობაში 6 ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა, უახლოეს დღეებში კი კიდევ ორი  ლეგიონერის უკრაინელ მცველ ოლეკსანდრ აზაცკისა და ფრანგ ფორვარდ ვამარა სანოგოს დამატებას გეგმავს. 25 წლის ფრანგი ფორვარდი ვამარა სანოგო გასულ სეზონში ვარშავის ლეგიას ღირსებას იცავდა და  2 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.

ოლეკსანდრ აზაცკი ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაცნობი ფეხბურთელია ის ქუთაისის ტორპედოში ასპარეზობდა. 26 წლის ცენტრალური მცველი მიმდინარე სეზონში ჩეხური ბანიკის რიგებში გამოდიოდა. შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა გიორგი ზარიას, რაფაელ ჩუკვურას, სანდრო ალთუნაშვილის, გრიგოლ ჩაბრაძისა და გიორგი ფანცულაიას ტრანსფერები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში