ახალსოფელში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული თურქეთის მოქალაქე რომელიც „ბმს“-ში მკურნალობდა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სხეულზე დამწვრობები აღენიშნება.
გუშინ გაწერეს კიდევ ერთ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებიდან. აფეთქება ახალსოფელში გუშინ მოხდა. ჩამოინგრა კერძო სახლის მეორე სართული და წინა ფასადი. სულ დაშავდა 4 მოქალაქე. დაწყებულია გამოძიება რომელმაც უნდა დაადგინოს თუ რამ გამოიწვია აფეთქება.