კორონავირუსს ქვეყანაში კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში კი ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსზე 55 ტესტი ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოშიც თუმცა ილია მეორისთვის ტესტის ჩატარების საჭიროება ამ ეტაპისთვის დღის წესრიგში არ დამდგარა. ვირუსი დადასტურებულია საპატიმროებშიც.