დაპირისპირება რაგბის კავშირში

09 იანვარი 2021, 20:35 1453 ნახვა

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ირაკლი აბუსერიძესა და ბაჩო ხურციძეს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდება გრძელდება. ხურციძე ფიქრობს, რომ 30 დეკემბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმურია.

თავის მხრივ, ირაკლი აბუსერიძე ამბობს, რომ მისი მიმართულებით წაყენებული ბრალდებები არაკანონიერი და უსამართლოა. არჩევნები რაგბის კავშირში გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა. მასთან ერთად პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში