ახალსოფელში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან 2 -ის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ, მათ შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდეთ.
აფეთქებისას საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და წინა ფასადი ჩამოინგრა სადაც 8 ადამიანი იმყოფებოდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. რას უკავშირებენ აფეთქებას და რას გვპასუხობენ სოკარ გაზში, ვნახოთ რეპორტაჟი.