ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა ძლიერ ტყის ხანძრებს ებრძვიან

09 იანვარი 2021, 12:20 1196 ნახვა

ძველ გაგრაში სანატორიუმ მოსკოვის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ასევე საცხოვრებელი სახლებია ცეცხლი უახლოვდება.  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამბობენ, რომ რუსეთისთვის ვერტმფრენების თხოვნას აზრი არ აქვს, რადგან საფრენი აპარატისთვის საწვავი ოკუპირებულ რეგიონში არ აქვთ.

აღნიშნული განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, აფხაზ მეხანძრე-მაშველებს მხოლოდ წვიმებისა და თოვლის იმედი აქვთ, რომელსაც სინოპტიკოსები 9 დღეიდან ვარაუდობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში