ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მგზავრობის ახალი წესების შესახებ აფრთხილებს

08 იანვარი 2021, 21:12 1336 ნახვა

ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის ვირუსის ახალი შტამის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ინგლისში მგზავრობის წესებში ცვლილება შედის:

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 იანვრიდან, ყველა საერთაშორისო მოგზაური, ბრიტანეთის მოქალაქეების ჩათვლით, რომელიც მიემგზავრება ინგლისში, ვალდებულია წარადგინოს COVID19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათის ფარგლებში იქნა ჩატარებული.

ახალი რეგულაციის უგულებელყოფისა და ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში, მგზავრს დაეკისრება ჯარიმა - £500.

მგზავრები, რომლებიც ინგლისში ჩამოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ბრიტანეთს არ აქვს ე.წ. სამგზავრო დერეფანი, კვლავ ვალდებული რჩებიან, ჩამოსვლის შემდეგ გადავიდნენ 10 დღიან თვითიზოლაციაში (ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს ე.წ. სამგზავრო დერეფანი იხ. https://www.gov.uk/…/coronavirus-covid-19-travel-corridors.) ამ მოთხოვნაზე COVID19 ვირუსზე ტესტის პასუხი არ მოქმედებს.

მგზავრებმა ასევე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (locator form - იხ. https://www.gov.uk/provide-journey-contact-details-before) და დაემორჩილონ ქვეყანაში მოქმედი კარანტინის შეზღუდვებს.

ზემოხსენებული წესები მოქმედებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში“, - წერია ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი