მომატებული პენსია ინფლაციის წინააღმდეგ

07 იანვარი 2021, 20:05 2001 ნახვა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ხაზგასასმელად შეიქმნა ახალი ტერმინი „კორონომიკა“ -. სწორედ „კორონომიკურმა კრიზისმა“ მოიცვა მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა. ამ კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმული ქვეყნების ხელმძღვანელები ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარებას ცდილობენ, რათა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა შეამსუბუქონ, ხოლო ეკონომიკის პოტენციური დანაკარგები მაქსიმალურად შეამცირონ.

კრიზისის ფონზე  საქართველოში პენსია 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულებისთვის 25 ლარით გაიზარდა. მაღალმთიან დასახლებებში მცოხვრებლები კი სახელმწიფო პენსიაზე 20%-იან დანამატს იღებენ. თუმცა, ვისთვისაც პენსიას ერთადერთი საარსებო წყაროა, ცხოვრება რთულდება, რადგან პროდუქტებზე ფასებმა სადღესასწაულოდ მოიმატა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი