ბათუმში ალილო წელს განსხვავებულად ჩატარდა. მასში სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები მონაწილეობდნენ.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწოდება იყო, კორონავირუსის პანდემიის გამო, მსვლელობაში მრევლს არ მიეღო მონაწილეობა.
სასულიერი პირებმა ქუჩები აკურთხეს და მსვლელობა ქართველ მებრძოლთა საფლავებთან დაასრულეს, სადაც გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.
ასევე ეპარქიის გადაწყვეტილებით, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, შობის მახარობლებს მოსახლეობასთან შეხვედრა არ ჰქონიათ. მორწმუნეებს შესაწირის მიტანა ტაძრებში შეუძლიათ, რომელიც მოგვიანებით საჭიროების შესაბამისად გადანაწილდება.