მართლმადიდებლები უდიდესი დღესასწაულის ქრისტეს შობის შესახვედრად ემზადებიან.
რამდენიმე საათში ტაძრებში ლიტურგია დაიწყება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. მრევლი ელოდება ილია მეორის ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეს. დღესასწაულის გამო პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვები ერთი დღით იხსნება, მოქალაქეებს კი მოუწოდებენ ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.
ხვალ არ გაიმართება ალილოს მსვლელობა. სამების საკათედრო ტაძრიდან ლიტურგიას პირდაპირ ეთერში 23 საათიდან შემოგთავაზებთ, თუმცა მანამ რა ხდება შობის დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე.