ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გაემგზავრნენ

06 იანვარი 2021, 11:37 852 ნახვა

მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა .ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს. მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა  ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა  მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში  ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შესრულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი