მართალია ქორწილების ჩატარება აკრძალულია, თუმცა ოქროს ფასი 1 წელში მანამდე არსებულზე, თითქმის 50%-ით გაძვირდა. ძვირფას ლითონზე ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას უკავშირდება.
შემცირებული მოთხოვნის ფონზე რეალიზატორებს პროდუქციის გაყიდვა უჭირთ და შესაბამისად შემოსავლები გაუნახევრდათ.
მსოფლიოში ოქრომ რეკორდულ ფასს გასული წლის აგვისტოში მიაღწია.