ნიუ-იორკში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევა დაფიქსირდა

05 იანვარი 2021, 12:06 1548 ნახვა

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულს, გავრცელებული ინფორმაციით, მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ნიუ-იორკი აშშ-ის მეოთხე შტატია ფლორიდის, კალიფორნიისა და კოლორადოს შემდეგ, სადაც ახალი შტამი გამოვლინდა.

სი-ენ-ენ-ის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა, უკვე მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში