განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, აბაშაში , სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მაკრატლით დაჭრა კაცი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკრატელი.