მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 85 მილიონს გადააჭარბა

04 იანვარი 2021, 12:50 930 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 85 მილიონს 500 ათასს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა Worldometers აქვეყნებს.პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან  კოვიდ - 19-ით მილიონ 850 ათას 843 პაციენტი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 60 მილიონ 480 ათას 309-ია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23 მილიონ 184 ათას 321 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი