მრავალშვილიან ოჯახებს ბინები გადაეცათ

31 დეკემბერი 2020, 18:03 1449 ნახვა

ბათუმში ოთხ მრავალშვილიან ოჯახს, რომლებსაც შვიდი და მეტი შვილი ჰყავს, საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. აღნიშნული ოჯახების მცირეწლოვანმა წევრებმა  25 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხე აანთეს და მათ სიმბოლური გასაღებები გადაეცა.

დღეს კი  ამ ოჯახებმა   გარემონტებული ბინები ოფიციალურად მიიღეს. მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით 17-მა ოჯახმა ისარგებლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი