აჭარის მაუწყებლის დირექტორის პირველ მოადგილედ ნიკა ჩხარტიშვილი დაინიშნა

31 დეკემბერი 2020, 18:12 3694 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პირველ მოადგილედ ნიკა ჩხარტიშვილი დაინიშნა.

ჩხარტიშვილი აქამდე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე იყო.

ამბობს, რომ შემოთავაზება მაუწყებლის დირექტორისგან მიიღო და კონკრეტულ გეგმებს ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ დასახავს.

ახალი მოადგილის მთავარი ხედვაა მაუწყებლის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი ოპტიმალურად იყოს გამოყენებული, რათა აჭარის მაუწყებელმა ყველა მოწყვლადი ჯგუფი მოიცვას და მეტად ყურებადი იყოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში