პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

30 დეკემბერი 2020, 18:06 815 ნახვა

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და მას  82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება, თუმცა, როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, წრის გაფართოება იგეგმება და ის დამატებით 15-20 მუხლს შეეხება. შემდეგი სხდომა 4 იანვარს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში