ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა

30 დეკემბერი 2020, 14:49 1152 ნახვა

ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა და შარლ მიშელმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის „ბრექსითის“ შემდგომ პერიოდის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად  მოაწერეს. ამის შემდეგ კი შეთანხმებას ხელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უნდა მოაწეროს. ევროპელი ლიდერები გაფორმებულ შეთანხმებას "ისტორიული მნიშვნელობის" მომენტი და "წინგადადგმულ მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდეს. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი „ბრექსითის“ შემდგომ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე 24 დეკემბერს შეთანხმდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში