კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევრო გახდა

29 დეკემბერი 2020, 19:13 1424 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევრო გახდა. 19 წლის ნახევარმცველის ფასი ორ თვეში 2,5 მილიონი ევროთი გაძვირდა. ინფორმაციას გერმანული სატრანსფერო პორტალი ‘’ტრანსფერმარკეტი’’ აქვეყნებს.

ეს სატრანსფერო ღირებულება ქართველი ფეხბურთელებისთვის რეკორდულად მაღალია. ამ ნიშნულს 2019 წლის ზაფხულში საბა კვერკველიამ მიაღწია. თუმცა ახლა ბოლო განახლებისას საბას ფასი 3 მილიონ ევრომდე დაეცა.

800 000 დაიკლო გია გრიგალავას ღირებულებამ და 31 წლის მცველი 1 მილიონ ევროდ შეაფასეს. 23 წლის ბექა მიქალთაძის ფასმა კი 75 000 ევროთი დაიწია და 400 000 ევროს შეადგენს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში