დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
NCDC-ში აცხადებენ, რომ ის თავს კარგად გრძნობს, სიმპტომები არ აქვს და ბინაზე მკურნალობს.
29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19ის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.