ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა - გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება

29 დეკემბერი 2020, 13:23 1607 ნახვა

"თელასისა" და "ენერგო პრო-ჯორჯიას" საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით იზრდება-გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სემეკის სხდომაზე მიიღეს.

ენერგოკომპანიის წარმომამდგენლები ტარიფის მეტად ზრდას მოითხოვდნენ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ სემეკმა პანდემიიდან გამომდინარე მხოლოდ კომპანიების ფუნქციონირებისთვის საჭირო აუცილებელი ხარჯები გაითვალისწინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტარიფი 3,5 თეთრის ნაცვლად ტარიფი 6 თეთრამდე გაიზრდებოდა.

ახალი ტარიფები ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

"ჩვენს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და ფორმულით დავიანგარიშეთ ტარიფები. მოსახლეობის ნაწილში ტარიფების ზრდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მოხდება 3,5 თეთრით. რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს აქ სამი ტიპის ძაბვის საფეხური გამოიყოფა. თითოეულ საფეხურზე დადგენილი იქნა ცალ-ცალკე ტარიფები 11, 12, 13 თეთრია  მიახლოებითი ზრდა. კომპანიები უკმაყოფილოა, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ხარჯებისა და პროექტების გათვალისწინება" - განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი