4 წელი სიმართლისთვის - ჩინეთის სასამართლოს გადაწყვეტილება

28 დეკემბერი 2020, 17:26 1333 ნახვა

ჩინეთში სასამართლომ ჟურნალისტს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს აშუქებდა, 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას პრობლემის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. დაკავებული ქვეყნის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებდა.

37 წლის ძანგი პირველი ჟურნალისტია, რომელსაც სასამართლომ კორონავირუსის გაშუქებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. სამი ჟურნალისტი, რომელიც უხანიდან ახალ ამბებს ავრცელებდა, თებერვლის შემდეგ უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში