დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ფინანსურ პაკეტს

28 დეკემბერი 2020, 11:52 632 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ფინანსურ პაკეტს, რომელიც პანდემიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასა და ფედერალური მთავრობის დაფინანსებას ითვალისწინებს. 900 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტი რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ კონგრესის ორივე პალატამ გასულ კვირას დაამტკიცა. თავდაპირველად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა, რის მიზეზადაც პრეზიდენტმა გამოყოფილი თანხის სიმცირე დაასახელა. 900 მილიარდი დოლარიდან თითოეული ამერიკელისთვის, რომლის შემოსავალი წელიწადში 75 000 აშშ დოლარზე ნაკლებია, კომპენსაციის სახით თვეში 600 დოლარის გადახდაა გათვალისწინებული. აშშ-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ეს თანხა საკმარისი არაა და თითოეულმა ამერიკელმა 2 000 აშშ დოლარი უნდა მიიღოს. კანონპროექტის ხელმოწერაზე უარის თქმით, დახმარების გარეშე დარჩენა 14 მილიონამდე ამერიკელს ემუქრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში