ალბორზის ქედზე სულ მცირე 10 მთამსვლელი დაიღუპა

27 დეკემბერი 2020, 15:59 765 ნახვა

ირანში, ელბორზის მთებში ძლიერი ქარბუქის გამო ჩამოწოლილი ზვავის შედეგად სულ მცირე ათი მთამსვლელი დაიღუპა. ქვეყნის დედაქალაქის, თეირანის ჩრდილოეთით მდებარე მთებში დაკარგულ რამდენიმე ალპინისტს კი ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მთამსვლელებიდან ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მაშველები სულ მცირე შვიდ დაკარგულ ალპინისტს ეძებენ. სამაშველო ოპერაციები გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან გრძელდება. სამაშველო ოპერაციას ხელს უშლის უამინდობა და თოვლი. ირანის მთავრობის განცხადებით, დაკარგული ალპინისტების მოსაძებნად ყველა საჭირო რესურსი და ძალებია მობილიზებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში