ბრიტანეთმა და ევროკავშირმა „ბრექსითის“ სავაჭრო ხელშეკრულების ტექსტი გამოაქვეყნეს

26 დეკემბერი 2020, 18:23 1141 ნახვა

ბრიტანეთმა ევროკავშირთან მიღწეული „ბრექსითის“ შემდგომი სავაჭრო შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა,- ამის შესახებ ინფორმაციას როიტერს-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმება მოიცავს 1 246-გვერდიან სავაჭრო ხელშეკრულებას, აგრეთვე ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმებებს, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას და მთელ რიგ ერთობლივ დეკლარაციებს. გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას ორი დღის წინ, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიაღწიეს. დიდ ბრიტანეთსა და ევრობლოკს შორის "ბრექსითის" თაობაზე შეთანხმება 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ეს არის თარიღი, როდესაც ბრიტანეთი ასრულებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს და შესაბამისად, ამ თარიღის შემდეგ ის აღარ იქნება ევროკავშირის სავაჭრო კანონებზე დამოკიდებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი