ელენე ნიჟარაძემ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა-პირველი განცხადება

25 დეკემბერი 2020, 14:54 1064 ნახვა

სამართლიანი არჩევნების უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ  ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც გამოსათვლელ ფორმულასთან იყო დაკავშირებული, პასუხიმგებლობა აიღო და სამეურვეო საბჭოსთან ერთად კონსულტაციების გამართვის შემდეგ, იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის რეპუტაციასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ნიჟარაძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ შეცვლილი მონაცემები ვინმეს ზეწოლის ან მუქარის შედეგია და ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანურ შეცდომას. ამასთან ერთად ისფედის გადამდგარი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეცდომა, რომელიც პროცენტულ მაჩვენებლებში გამოვლინდა, არანაირ გავლენას მანდატების რაოდენობაზე არ ახდენდა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი