ირაკლი ჩავლეიშვილი: “ეს არის შემდგარი უმაღლესი საბჭო”

25 დეკემბერი 2020, 15:30 1211 ნახვა

,,14+1  ასეა აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს წარმოდგენილი და ეს არის შემდგარი საკანონმდბელო  ორგანო“-ასე შეაფასა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური სპექტრის გადანაწილება. დეპუტატი, რომელმაც  მანდატზე, დაწერილი განცხადების მიუხედავად, უარი აღარ თქვა, აცხადებს, რომ  ის არ იქნება უმაღლეს საბჭოში  სახელისუფლებო  მეთხუთმეტე  წევრი, იქნება პრინციპული ყველა საჯარო და აქტუალურ საკითხზე. ირაკლი ჩავლეიშვილმა აჭარის მთავრობის  შემადგენლობას, რომელსაც ნდობა გამოუცხადეს, წარმატებები უსურვა და დასძინა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა რთული საქმეა. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას ჩართულიყო საკანონდებლო საქმიანობაში, მან პარალელები 30  წლის წინანდელ პროცესებთან გაავლო და გაიხსენა, რომ მაშინაც საკანონმდებლო ორგანოში მეორე ტურში გამარჯვების  შემდეგ შეძლო შესვლა, თუმცა როგორც თქვა, მალევე პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, რაზეც  ფიქრობს, რომ არასწორია. რადგან მიაჩნია, რომ ქუჩა არის ძალთა ჭიდილი. რაც შეეხება არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხს- უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ  ეს ყველაფერი ნანახი აქვს, სამართლიანი არჩევნები მუდამ აქტუალურია  საქართველოში  და რომ, ქვეყანა  ამ თემაში ჩაიხარშა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი