ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ბეტისის“ ძლევით გასავარდნ ზონას თავი დააღწია. რეალ ბეტისის“ ძლევით (78:54) კუნძულელებმა 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზე აინაცვლეს და მხოლოდ სამი მოგებით საპლეიოფო ზონის წარმომადგენლებს ჩამორჩებიან . „ბეტისთან“ ბექა ბურჯანაძემ 16 წუთი ითამაშა, 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.