საჯარო მოხელის კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება, 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, პროგრამები ხანდაზმული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გაგრძელება და მედიკამენტებზე ფასების შემცირება- ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.