არ არის გამორიცხული ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილება პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრებმაც გაიზიარონ, რადგანაც როგორც გავარკვიეთ პარტიას სიების განულებისთვის ცესკოსთვის არ მიუმართავს. სამი დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე პარლამენტს პარტიის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ მიმართა. ეს ნიშნავს, რომ ავთანდილ ენუქიძის შემდეგ სიაში მყოფ სხვა წევრებს შეუძლიათ პარლამენტში შესვლა.