პარლამენტის სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის შენობაში შესვლა აქციის ფონზე მოუწიათ.პარლამენტის ეზოსთან აქციას სამოქალაქო სექტორის აქტივისტები მართავენ, რომლებსაც რამდენიმე დღე კარავი აქვთ გაშლილი. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, კომუნისტური პარტიისადმი მიძღვნილი ჰიმნით აპროტესტებენ.