საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვედანაყოფის – ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდნენ. გვარდიელები ჩართულები არიან ასევე, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც.