ბათუმში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება

19 დეკემბერი 2020, 12:25 4321 ნახვა

ახალი წლის დღეებში ბათუმში სადღესასწაულო კულტურული ღონისძიებები არ გაიმართება. მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საახალწლო პროგრამა წელს არ იქნება. კონცერტები არ ჩატარდება  31 დეკემბერს და 1 იანვარს.

მათივე განმარტებით, თანხა სოციალურ პროგრამებს დაემატება. რაც შეეხება სადღესასწაულო გარე განათებებს, მონტაჟი მიმდინარეობს მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე. უკვე მზადაა ნაძვის ხეც, რომელიც გასული წლის მსგავსად ბულვარში განთავსდა. ის სადღესასწაულოდ ტრადიციულად 25 დეკემბერს აინთება. ქალაქის განათლებისა და ნაძვის ხისთვის დაახლოებით 500 ათასი ლარი გამოიყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი