გამწვანების აქცია

22 ოქტომბერი 2016, 00:00 3009 ნახვა

დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. თარიღის აღსანიშნავად ქობულეთის სოფელ თიკერში ფიჭვის ნერგები დაირგო. აქციის ფარგლებში აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში  სატყეო ფართობზე 1000 ძირზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვოანი ნერგის დარგვაა დაგეგმილი. ტყის აღდგენით სამუშაოებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლები  სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ. 

ამავე კატეგორიაში