შეხვედრა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორთან

18 დეკემბერი 2020, 15:09 902 ნახვა

საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი იმყოფება. ჰანს კლუგე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაეცნობა, თუ რამდენად ეფექტურად იბრძვის ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ. ის უკვე შეხვდა ეკატერინე ტიკარაძეს და შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. სტუმარმა თქვა, რომ მის ვიზიტს 3 მიზანი აქვს- თანამშრომლობა,  ჯანდაცვის რეფორმაზე მსჯელობა და  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მუშაობის გაძლიერება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც კოვიდის მართვის პროგრამების, მათი შეფასების და შემდგომში სტრატეგიული დახმარების კუთხით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტი ხუთ დღიანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში