შეხვედრა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორთან-ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

18 დეკემბერი 2020, 11:36 2093 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდ სიტუაციაზე ისაუბრეს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისაუბრეს კოვიდვაქცინის შემოტანის საკითხზე, ასევე სტუმრებმა დაათვალიერეს სამინისტროში არსებული ონლაინ კოვიდკლინიკაც. 

''ჩვენ, დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მიმდინარეობდა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში. ასევე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ  ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ახალი ონლაინ კლინიკა, რომელიც კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში არის ჩართული. 

ეს ვიზიტი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სტუმრებს  ექნებათ საშუალება დაათვალიერონ, როგორც  კლინიკური სასტუმროები ასევე ჰოსპიტალური სექტორი. ასევე დეტალურად შეისწავლონ პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი, თუ როგორ არის კოვიდ მართვაში ჩართული. ეს ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანი არის  ვაქცინაციის კომპონენტის გაძლიერების კუთხით და კომუნიკაციის დაგეგმვის კუთხით, ჩვენს პარტნიორებთან, რომლებთანაც  გვაქვს მოლოდინი და ხელშეკრულებები, რომ ქვეყანას მოეწოდება კოვიდ ვაქცინა. 

ასევე მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი იმ თვალსაზრისით, რომ დაგეგმილია ქვეყანაში მრავლობითი რეფორმა'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი