აჭარაში სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ მოსწავლეებს პლანშეტები გადაეცემათ

17 დეკემბერი 2020, 13:08 9048 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. განათლების სამინისტროს ნახევარი მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები მოსწავლეებისათვის პლანშეტების შესაძენად. 

რეგიონში კი 1000-ზე მოსწავლეა, რომელთა ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და ისინი მომავალი წლიდან აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ. 

სამინისტროს განმარტებით, დისტანციური სწავლების კუთხით ეს მნიშვნელოვანია.

პანდემიის გამო, საჯარო და კერძო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში