საქართველოში კორონავირუსის 2981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა

17 დეკემბერი 2020, 11:21 989 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით საქართველოში კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 001.

"ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 201 368-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 001 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 169 282-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 953 პირი ემსხვერპლა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა-228, იმერეთი-489, ქვემო ქართლი-229, შიდა ქართლი- 160, გურია-64, სამეგრელო-ზემო სვანეთი-227, კახეთი-145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი-55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15"-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში