ჩემპიონთა ლიგაზე ქართული ზღაპარი დასრულდა

16 დეკემბერი 2020, 23:15 2323 ნახვა

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე "ლანჩხუთმა" ამჯერად გასვლაზე დაუპირისპირდა შვედურ როსენგარდს და დიდი ანგარიშით 10-0 დამარცხდა.

მატჩი შვედეთის ქალაქ მალმოში გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო "როსენგარდს" საკუთარ კედლებში თამაში კიდევ უფრო გაუადვილდა.

მეტოქემ პირველ და მეორე ტაიმებში თანაბრად 5-5 გოლი გაიტანა და საბოლოო ჯამში ორი მატჩის ანგარიში 17-0 დააფიქსირა და ასე დასრულდა ქართული ზღაპარი ჩემპიონთა ლიგაზე. 

მიუხედავად ანგარიშისა ამჯერადაც თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო მეკარე თათია გაბუნია, რომელმაც 18 ბურთის მოგერიება შეძლო.

შეგახსენებთ რომ გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილი ლანჩხუთი გახდა პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა შორის რომელიც ევროპის საუკეთესო 32 კლუბში გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში