პარლამენტში შესვლაზე უარი გაფორმებულია

16 დეკემბერი 2020, 20:08 1274 ნახვა
00:00
00:00

გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშიას’’ ლიდერები  საპარლამენტო მანდატებზე  უარს ოფიციალურად ამბობენ. პირველად ცესკოს სიის გაუქმების შესახებ განცხადებით პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, ახლა კი  ცალკეული დეპუტატი მოითხოვს დეპუტატის მანდატის გაუქმებას.

ოპოზიციის განმარტებით, მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციური პარტიების ახირება არ არის და ამით ისინი საზოგადოების ნებას ასრულებენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში