"ევროპული საქართველოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს

16 დეკემბერი 2020, 18:08 1019 ნახვა

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ტარიელ ნაკაიძის განაცხადებით, ოპოზიციას სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი.

“სერიოზული დარტყმა არის ჩემთვის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ” საქართველო. მაშინ როცა გართმევენ არჩევანს, მაშინ როცა საშუალება აღარ არის, რომ ამ ქვეყანამ განვითარება ჰპოვოს არჩევნების სახით, ამ დროს ამ გადაწყვეტილების გარდა სხვა გზა აღარ გრჩება ადამიანს"- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა "სტრატეგია აღმაშენებელის" წარმომადგენლებმაც.

„ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს"-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი