ორგანიზაცია ''ალტერნატივას'' ხელმძღვანელი მთავარ სამმართველოში იმყოფება, სადაც მას ბრალი უნდა წარუდგინონ 

16 დეკემბერი 2020, 16:40 914 ნახვა

ორგანიზაცია ''ალტერნატივას'' ხელმძღვანელ ხათუნა ბერიძეს ბრალი უნდა წარუდგინონ. ის მთავარ სამმართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა. 

სასამართლომდე ხათუნა ბერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლოა დააპატიმრონ. მისი თქმით, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ახლა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლს ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ აქციაზე მომხდარ ინციდენტს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხათუნა ბერიძე კი მას ფიზიკურად გაუსწორდა. კადრებშიც კი ჩანს, რომ შემდეგ ის პოლიციას ტერიტორიიდან გაყავს. 

ინციდენტი 30 ნოემბერს აჭარის მთავრობის შენობის წინ მოხდა. იგივე მუხლს ედავება გამოძიება გოგიტა სოლომონიძესაც.

ხათუნა ბერიძე გუშინაც დააკავეს. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქცია იმართებოდა. ორგანიზაციის აქტივისტებმა ნაგვის ურნები მიიტანეს, მოგვიანებით კი ჯებირზე სტიკერების  გაკვრა სცადეს. 

ხათუნა ბერიძე  ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია და აჭარის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენჯერმე დააკავეს. დღემდე მას სასამართლო ადმინისტრაციულ წესით აჯარიმებდა და ათავისუფლებდა.

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში