სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციაა, დღესასწაულები ვიწრო ოჯახურ წრეში აღინიშნოს - მთავრობა

16 დეკემბერი 2020, 14:55 1002 ნახვა

სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეიკავონ თავი საახალწლოდ ხალხმრავალი სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისგან, მომავალი დღესასწაულები კი ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ - წერია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, ​ეპიდემიოლოგების შეფასებით, არსებული მაჩვენებლები იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რამდენადაც ქვეყანაში შემთხვევების პოზიტიურობის მაჩვენებელი 19%-მდე დავიდა, თუმცა ვითარების შედარებითი სტაბილიზაცია და კლების დინამიკა დამშვიდების საფუძველი არ უნდა გახდეს.

''საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისა და მობილობის მკვეთრი გაზრდის თავიდან აცილების აუცილებლობას, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დეტალურად აანალიზებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დაწესებული შეზღუდვების ეფექტს, მათი აღსრულების ხარისხს და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, შესაბამისად დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უახლოეს დღეებში, ეკონომიკის მინისტრი შეხვედრებს გამართავს არასასურსათო სავაჭრო ობიექტების მფლობელებთან, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპზე უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან როგორც რიგების მართვა, ისე ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვა ობიექტზე მომხმარებლის დაშვებისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი