დღეს ''ლანჩხუთი'' ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს

16 დეკემბერი 2020, 12:53 1229 ნახვა

დღეს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში "ლანჩხუთი" განმეორებით შეხვედრაში შვედეთში "როსენგარდს" დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ მალმოში დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის თბილისში შვედების გამარჯვებით 7-0 დასრულდა. შეხვედრას ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება.

"ლანჩხუთი" ერთადერთი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გასულა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში