ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ქედაში სახალხო დღესასწაული „ქედელობა“ განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. არ გაიმართა კონცერტი და გამოფენა. საპატიო ქედელები,ფოლკლორისტი და მეღვინე, ექიმები, პედაგოგები დისტანციურად დაჯილდოვდნენ. ღონისძებისთვის წელს 10 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 9 ათასი ლარი, სოციალური მიმართულებით გადანაწილდა და ამ თანხით მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათით დაეხმარება.